2სული

ორსულები და კანონი.

Posted on: June 29, 2011

ორსულებისათვის სამსახურის დაწყება ძალიან რთულია, რთული კი არა, თითქმის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, რომელიმე კომპანიაში  გასაუბრებაზე მისულს, პირდაპირ არ გეტყვიან  ”იცით თქვენ ფეხმძიმედ ხართ და თქვენნაირი თანამშრომელი ამჟამად ჩვენ არ გვესაჭიროება” თუმცა დამსაქმებელი ნამდვილად იპოვის რაიმე ისეთ მიზეზს, რომ უარი გითხრათ დასაქმებაზე. ამის მიზეზი ბევრია, ის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სრული დატვირთვით მუშაობას, მოითხოვთ დეკრეტულ შვებულებას, კონპენსაციას და ა.შ

ეს შეიძლება თქვენი უფლებების დარღვევად ჩათვალოთ, მაგრამ რეალობა ნამდვილად ესეთია.  თუ თქვენ ორსულად ხართ და ამავდროულად მუშაობთ, გსურთ დეკრეტული შვებულების აღება და არ იცით კანონით რისი მოთხოვნის უფლება გაქვთ, აუცილებელია გაეცნოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას, რომელიც მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი, როგორც ორსულის უფლბების შესახებ.

საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა 
და სოციალური დაცვის მინისტრის 
ბრძანება N 231/
2006
წლის 25 აგვისტო . თბილისი
«ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის» დამტკიცების თაობაზე
«საქართველოს შრომის კოდექსის» 54-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.
2.ძალადაკარგულად ჩაითვალოს «დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის N85/ნ ბრძანება (სსმ 16.03.2006 N34 მუხ. 406).
3.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დანართი N1

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. წესის მიღების საფუძველი
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსისა” და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე.
მუხლი 2. რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
) დამსაქმებელი – „საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
) დასაქმებული – „საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
) დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;
) დახმარება – „საქართველოს შრომის კოდექსით” და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;
) კომპენსაცია – საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებიდან;
) მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
) სააგენტო – სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტო; (27.96.2007 N191/ნ)
) დაფინანსების განაცხადი – დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად  წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა. (27.96.2007 N191/ნ)

მუხლი 4. დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა (27.96.2007 N191/)
წარმოდგენილი  საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს  სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას – შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო (27.96.2007 N191/)
დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.”

მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/ მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: (27.96.2007 N191/ნ)
 )  საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
  ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
  ) დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
 ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თავი II. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა
მუხლი 7.  დახმარების და კომპენსაციის დანიშვნის პირობები
დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:
) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო;
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში  მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური  კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.
მუხლი 8. დახმარების და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება
 1.მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
2. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
 3. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
 4. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში  დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო  შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
 6. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
 ) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
 ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
 ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
 7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
 8. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების(თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
 9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. (27.96.2007 N191/ნ)
 10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში  მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში  (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა  გაანგარიშებულ უნდა იქნას ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
11. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან  ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.
მუხლი 9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება
დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 140 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი (29.12.2006 N 331/)
1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავდამყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს  ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც  დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის  ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს  დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფელის   მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. (27.96.2007 N191/ნ)
2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში  დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას,  რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით. (27.96.2007 N191/ნ)
3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ: (27.96.2007 N191/ნ)
) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
)  ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადიNდა საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი N2)  ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ერთეულში;
)  დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას. მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეული დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული განაცხადების  საფუძველზე  დადგენილი წესით  ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას  შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე. (27.96.2007 N191/ნ)
5. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულშიდაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. (27.96.2007 N191/ნ)
6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.                                                                           7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 11. გარდამავალი რეგულირება
მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული  იყო საავადმყოფო ფურცელი  და  2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140) დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია  გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების  პერიოდზე შემდეგი წესით:

2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე  გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს  მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად. (27.96.2007 N191/ნ)

თუ თქვენ გქონიათ შემთხვევა, როდესაც  დამსაქმებელს დაურღვევია ზემოთ აღნიშნული უფლებებიდან რომელიმე, ან მოხვედრილხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც თქვენი ორსულობა გამხდარა კარიერაში წინსვლის, დაწინაურების ან უბრალოდ დასაქმების ხელისშემშლელ ფაქტორად, მოგვწერეთ ბლოგზე, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, რათა სხვა ორსულებსაც დავეხმაროთ და  თქვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, არ დაირღვეს მათი უფლებებიც.

ორსულებო, მიიღეთ ასევე სასარგებლო ინფორმაცია შემდეგი სტატიებიდან!!!
http://www.ireporter.ge/?p=13299

http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2009-09-24/226

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: