2სული

აბორტი

Posted on: June 29, 2011

რაოდენ ცუდი და სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღევანდელ რეალობაში  აბორტების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. არასასურველი ბავშვებისაგან თავის დაცვას კი ყველაზე ნაკლბად საქართველოში ერიდებიან. 21 საუკუნეში არსებობს უამრავი საშუალება, რათა ქალმა საქმე აბორტამდე არ მიიყვანოს, მაგრამ ალბათ შექმნილი მდგომარეობა ისევ და ისევ  სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მე არ ვაპირებ განვსაჯო ქალები, რომლებიც აბორტს იკეთებენ. უბრალოდ ამ პოსტით დაგეხმარებით მიიღოთ ინფრომაცია აბორტის ტიპებზე და იცოდეთ რა მდგომარეობაა ამ ხრივ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. 

 

ექიმები, ზოგადად  ორი ტიპის აბორტს განასხვავებენ ერთმანეთისაგან. ერთ-ერთია სპონტანური აბორტი, უბრალო ენით – მუცლის მოშლა, რომელიც  ორსულობის მე-20 კვირამდე ვითარდება. ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ სპონტანური აბორტი ორსულთა 10-20 %-ს უვითარდება. სინამდვილეში მუცლის მოშლის შემთხვევა უფრო მეტია, მაგრამ მათი ნაწილი ფეხმძიმობის ისეთ ადრეულ ეტაპზე ვითარდება, ქალმა არც კი იცის, რომ ორსულად იყო და აზრადაც არ მოსდის, სისხლდენა, თუნდაც უხვი, სპონტანურ აბორტად მიიჩნიოს.

მუცლის მოშლა ყველაზე მეტად ორსულობის პირველი თორმეტი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. სპონტანური აბორტი შეიძლება ვიეჭვოთ, თუ ქალი უჩივის, ტკივილის შეგრძნებას მუცლის ქვედა ნაწილში ან წელის არეში,  საშოდან სისხლის კოლტების ან ქსოვილისმაგვარი წარმონაქმნის გამოყოფას.

რა იწვევს სპონტანურ აბორტს?
სპონტანური აბორტის მიზეზი ყველაზე ხშირად დაზიანებული გენები და ქრომოსომებია. სწორედ ისინი იწვევენ ემბრიონის განვითარების პათოლოგიებს.  გარდა გადაგვარებული გენებისა და ქრომოსომებისა, სპონტანურ აბორტს ორსულის პათოლოგიური მდგომარეობაც იწვევს. კერძოდ: დიაბეტი, რომელსაც ჯეროვნად ვერ აკონტროლებენ ასევე,  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ზოგიერთი ჰორმონული პრობლემა, საშვილოსნოს დეფექტი და სხვ.
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც სპონტანური აბორტის განვითარების ალბათობას ზრდის. ესენია:
ასაკი. 35 წელს გადაცილებულ ორსულებს შორის მუცლის მოშლა გაცილებით ხშირია. 35 წლის ორსულთათვის სპონტანური აბორტის რისკი 20%-ს შეადგენს, 40 წლისთვის 40%-ია, ხოლო 45 წლისთვის – 80%. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსაზღვრული მშობლების ასაკობრივ სხვაობასაც ჰქონია. თუ მამაკაცი ქალზე 30 წლით უფროსია, მუცლის მოშლის ალბათობა მაღალი ყოფილა. სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება. კვლევები ადასტურებს, რომ ეს მავნე ჩვევები საგრძნობლად ზრდის მუცლის მოშლის საფრთხეს.

თუ მუცლის მოშლის საფრთხე არსებობს, მკურნალობა აუცილებელია. ექიმი მოსვენებას, ხშირად, ზოგჯერ ხანგრძლივად წამოწოლას, ფიზიკური დატვირთვისა და სქესობრივი კავშირისგან თავშეკავებას გირჩევთ.

სპონტანური აბორტის შემდგომი პროცესი:
მუცლის მოშლის შემდეგ ქალი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას რამდენიმე დღეში იბრუნებს, მენსტრუაცია კი 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
თუ სპონტანური აბორტი უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა, უთუოდ გამოიკვლიეთ მიზეზი.
მართალია, მუცლის ორ ჯერზე მეტი მოშლა სპონტანური აბორტის ალბათობას ზრდის, მაგრამ გარდაუვალს ნამდვილად არ ხდის. ნურც ის შეგაშფოთებთ, თუ მუცლის ხშირი მოშლის მიზეზი ვერ დაადგინეს – გაურკვეველი მიზეზით განვითარებული რამდენიმე სპონტანური აბორტის შემდეგ ქალთა 60-70% ორსულად რჩება და ნაყოფს ბოლომდე ინარჩუნებს.

აბორტი- არასპონტანური.

მსოფლიოში წელიწადში 46 მილიონი აბორტი კეთდება. აქედან, 19 მილიონი რისკიანი და საშიშია, რადგან არაკვალიფიციური ადამიანის მიერ ისეთ ჭუჭყიან და არაჰიგიენურ ადგილებში კეთდება, რომელიც მინიმალურ სამედიცინო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

 მსოფლიო მასშტაბით, 5 ფეხმძიმობიდან ყოველი 1 შემთხვევა აბორტით მთავრდება. 10 შემთხვევიდან კი ერთი რისკიანი და საშიში აბორტია. 2 შემთხვევა ყოველი 5 რისკიანი აბორტიდან არის 15 წლამდე გოგონებში, ერთი შერმთხვევა კი 7-დან არის 20 წლამდე ასაკის გოგონებში.

განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 6 ქორწინებიდან ერთი ქალი არასასურველი ფეხმძიმობის წინაშე დგას. მათ ურჩევნიათ არ დაფეხმძიმდნენ, მაგრამ კონტრაცეფტივებს არ იყენებენ. იმ ქვეყნებში, სადაც აბორტები ლეგალურია, ქალები  უფრო დაცულები არიან, რადგან აბორტებს სპეციალისტები აკეთებენ.

ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების სტატისტიკური რუკა ევროპაში.

ხელოვნურ აბორტს უმთავრესად ორსულობის მე-12 კვირამდე მიმართავენ. მას შემდეგ, რაც ულტრაბგერითი კვლევა ორსულობას დაადასტურებს, ქალი ირჩევს აბორტის მეთოდს.

  • ქირურგიული მეთოდი, რომელიც უპირატესად ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. საშვილოსნის ღრუს შიგთავსს სპეციალური ვაკუუმ-ასპირატორით გამოდევნიდნენ. ამ მეთოდით გაკეთებული აბორტის შემდეგ ქალი მალევე მიდის შინ. ინფექციის შეჭრის თავიდან ასაცილებლად ექიმი ქალს ანტიბიოტიკის მიღებას ურჩევს. სისხლდენა ორ კვირამდე გრძელდება.
  • მედიკამენტური აბორტი. ის ორსულობის მე-7-9 კვირის დასრულებამდე კეთდება. მედიკამენტური აბორტის დროს ანესთეზიას არ მიმართავენ. ამასთანავე, არ არსებობს რისკი, რომელიც თან სდევს ნებისმიერ ქირურგიულ მანიპულაციას. პროცესი უფრო ბუნებრივად მიმდინარეობს და ფსიქოლოგიური კუთხითაც უფრო იოლად აღიქმება ქალის მიერ.

გახსოვდეთ: მედიკამენტური აბორტი შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ამისთვის ქალი მზად უნდა იყოს.

P.S

თუ ხელოვნური აბორტის დროს საშვილოსნო ძლიერ დაზიანდა, შესაძლოა, მომავალში ამან უნაყოფობა გამოიწვიოს. ასე რომ, ვიდრე აბორტს გაიკეთებთ, დაფიქრდით!!!

სუსტი ნერვებისა და გულის მქონე ადამიანებმა არ უყუროთ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: